ეკოეტექნოპარკში დასწრების წესები
SkyWay-ს ეკოტექნოპარკში დასწრების ზოგადი წესები
  • 18 წლამდე ასაკის პირები არ დაიშვებიან ეკოტექნოპარკში 18 წლის ასაკს ზემოთ თანმხლები პირების გარეშე. თანმხლებმა პირებმა არ უნდა დატოვონ ისინი უყურადღებოდ.
  • ღონისძიების მონაწილეებს და სტუმრებს ეკოტექნოპარკის ტერიტორიაზე ყოფნა შეუძლიათ მხოლოდ ღონისძიების ჩატარების საათებში.
  • რეკომენდაციაა, შემნახველ კამერაში შეინახოთ მსხვილგაბარიტიანი საგნები და ძვირფასი ნივთები.
  • უყურადღებოდ დატოვებული პირადი ნივთების გამო ეკოტექნოპარკი პასუხს არ აგებს.
ეკოტექნოპარკის სტუმრები ვალდებულნი არიან:
  • ღონისძიების დამთავრების შემდეგ დატოვონ ეკოტექნოპარკი;
  • ისე იმოძრაონ ტერიტორიაზე, რომ არ შეუშალონ ხელი ღონისძიების მონაწილეების, ეკოტექნოპარკის პერსონალის და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას;
  • სათუთად მოეპყრან ეკოტექნოპარკის მწვანე ნარგავებს, შენობებს და დანადგარებს;
  • ეკოტექნოპარკში გადაადგილების დროს მოერიდონ მომუშავე სამშენებლო მანქანებს და მექანიზმებს, ავტოტრანსპორტს;
  • გადაყარონ ნაგავი ამისთვის მხოლოდ სპეციალურად გათვალისწინებულ ურნებში და არ დაარღვიონ ეკოტექნოპარკის სანიტარული მდგომარეობა.
ეკოტექნოპარკში ყოფნისას აკრძალულია:
  • შესვლა და გადაადგილება ველოსიპედებით, მოპედებით, მოტოციკლებით, გორგოლაჭიანი ციგურებით, სკეიტბორდებით და ა.შ.;
  • მიმდინარე სამუშაოების ადგილებთან, მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან და მომუშავე ტექნიკა-დანადგართან 10 მეტრზე მიახლოება;
  • წყალში შესვლა, ბანაობა, თევზის ჭერა ეკოტექნოპარკის ტბაში, შადრევნებში, წყლის სხვა ობიექტებში;
  • ეკოტექნოპარკის ტერიტორიაზე დარგული ხეებიდან და ბუჩქებიდან ნაყოფისა და კენკრის კრეფა და ჭამა, ხეების და ბუჩქების ტოტების მტვრევა, ყვავილების დაკრეფა;
  • სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა (ცეცხლის დანთება, პიროტექნიკის გამოყენება და ა.შ.)
  • მოწევა ამისთვის არა განკუთვნილ ადგილებში;
  • ეკოტექნოპარკის ტერიტორიაზე ალკოჰოლური, ნაკლებალკოჰოლური სასმელების და ლუდის დალევა;
  • რადიომართვადი მოდელების, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება (ეკოტექნოპარკის თავზე ან ტერიტორიის ირგვლივ);
  • ღობეების გადაკვეთა, ტერიტორიებზე შესვლა, სადაც წერია „შესასვლელი პერსონალისთვის“, „შესვლა აკრძალულია“, „საშიშია“, შესვლა სამსახურებრივ და ტექნიკურ ნაგებობებში, მომსახურების და მშენებლობის ზონებში;
  • აძვრომა გალავნებზე, მოაჯირებზე, ბოძებზე, გასანათებელ მოწყობილობებზე, აპარატურის და მოწყობილობების მოედნებზე, ხეებზე, სახურავებზე, არქიტექტურულ ფორმებზე, მილებზე, საგზაო სტრუქტურის ელემენტებზე, ძირითად კონსტრუქციებზე და სხვა ნაგებობებზე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ადამიანებისთვის;
  • მიყრდნობა ბადეებზე, მინებზე და მესერებზე, ბოძებზე, ღობეებზე, მოაჯირებზე, მილებზე, საგზაო სტრუქტურის ელემენტებზე;
  • შეხება ან გახსნა ელექტროპანელების, დიზელის გენერატორების დანადგარებისა და ელქტროენერგიის სხვა წყაროების;
  • სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ზონაში ყოფნა და საგზაო სტრუქტურის გალავნის შიგნით შესვლა;
  • სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის და დანადგარების მართვის მომსახურებაში ჩარევა;
  • ჩართული ძრავით ავტოსანტრანსპორტო საშუალების გადაადგილების გზაზე ან მის უკან დგომა (მძღოლის შეზღუდული ხილვადობის ზონაში);
  • ნებისმიერ ზედაპირზე და საგანზე წარწერების გაკეთება, განცხადებების, პლაკატების და სხვა სადემონსტრაციო პროდუქციის გაკვრა;
  • ტერიტორიაზე ფეხსაცმლის გარეშე სიარული და ყოფნა, სპეციალური ადგილების გარდა;
  • ყურსასმენების გამოყენება, გარდა სასმენი აპარატებისა, ეკოტექნოპარკის ტერიტორიაზე ყოფნის დროს;
  • პროდუქციის გაყიდვა ან სხვა რომელიმე კომერციული საქმიანობა ეკოტექნოპარკის ტერიტორიაზე ეკოტექნოპარკის მფლობელის ნებართვის გარეშე.

ეკოტექნოპარკში აკრძალულია შეტანა:
  • ცეცხლსასროლი, პნევმატური, ელექტროშოკური, გაზის, სასროლი, სასიგნალო, ცივი იარაღის და კონსტრუქციულად მისი მსგავსი ნაკეთობების, იარაღის შემადგენელი ნაწილების და კომპონენტების, საბრძოლო მასალის, მისი იმიტატორების, ასევე სხვა საგნების, რომლებიც შეიძლება იყოს გამოყენებული ზიანის მისაყენებლად;
  • ასაფეთქებელი ნივთიერებების და ასაფეთქებელი მოწყობილობების, მათი მაკეტების, პიროტექნიკის, ძლიერმოქმედი ქიმიური ნივთიერებების, აალებადი, ადვილადაალებადი, მომწამვლელი, რადიოაქტიური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ასევე სხვა საგნების და ნივთიერებების, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს ადამიანების სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, შეუძლიათ მიაყენონ მატერიალური ზარალი ფიზიკურ პირებს, ეკოტექნოპარკის საკუთრებას, ხელი შეუშალონ გასართობი ღონისძიებების ჩატარებას.
  • ალკოჰოლური, ნაკლებალკოჰოლური სასმელების და ლუდის;
  • სასმელების მინის ჭურჭელში, ტეტრაპაკეტებში და პლასტიკურ ბოთლებში (გარდა გამაგრილებელი სასმელებისა 0,5 ლ მოცულობით);
  • მსხვილგაბარიტებიანი ფუთების, ჩანთების, ჩემოდნების და სხვა საგნების, რომლებიც ხელს შეუშლიან მონაწილეებს და ღონისძიების ჩატარებას;