ეკოფესტი იწყება დღეს: კეთილ საქმეთა კონკურსი SKYWAY-სგან

ეკოფესტი იწყება დღეს: კეთილ საქმეთა კონკურსი SKYWAY-სგან

SkyWay ეკოფესტის განუყოფელი ნაწილი - გარემოსადმი მზრუნველი დამოკიდებულება და ცოცხალი ბუნების და სატრანსპორტო ტექნოლოგიების ჰარმონიული თანაარსებობაა. ყველა მსურველს ვთავაზობთ წვლილის შეტანას ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და კონკურსში "ჰეშტეგ ეკოფესტი" მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის წესები მარტივია. მონაწილემ უნდა შეასრულოს ნებისმიერი სასარგებლო ქმედება: დარგოს მცენარე, გაასუფთავოს დანაგვიანებული ტერიტორია, დააყენოს მობუდარი ყუთი და ა.შ. და დააფიქსიროს ეს ყველაფერი ფოტოზე ან ვიდეოზე, რომელსაც განათავსებს სოციალური ქსელების საკუთარ გვერდზე ჰეშტეგით #EcoFest2018, ხოლო ბმული გამოქვეყნებული ჩანაწერით (ან ფაილი) გამოაგზავნოს ელ-ფოსტაზე: [email protected].

რაც უფრო თვალშისაცემი იქნება თქვენი ნამუშევრები, მით უკეთესი. ნუ შეიზღუდავთ თავს და გამოავლინეთ მეტი კრეატიულობა. გააოცეთ საკუთარი თავი და სამყაროც. გადააბიჯეთ კომფორტის ზონის საზღვრებს და გააკეთეთ კეთილი საქმეები მეგობრებთან და მეზობლებთან ერთად. პლანეტის გადარჩენა - თითოეული ჩვენთაგანის საქმეა!

თუ გაქვთ აქაუნთები სოციალურ ქსელებში - განათავსეთ იქ ფოტო/ვიდეო, რაც უფრო მეტ ადამიანს მოუნდება კეთილი საქმის კეთება, მით უფრო უკეთესია პლანეტისთვის.

ყველაზე საინტერესო და კრეატიული ნამუშევრების ავტორები მიიღებენ პრიზს პირადად SkyWay-ს გენერალური კონსტრუქტორის ანატოლი იუნიცკისგან, ხოლო საზეიმო დაჯილდოვება ჩატარდება ეკოფესტი 2018-ზე. 

კონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 250.000 საინვესტიციო წილს.